ქუთაისის ინფექციურში 11 პაციენტიდან ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

Read Time:17 Second

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან დღეს 11 პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. შესაბამისად, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, მათი ნაწილი კი, სახლში გაეწერება.

მისივე ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. მას ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ
Next post კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხი კვლავ უარყოფითია, მეორე პაციენტის შედეგი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი