ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო
ფოთის იუსტიციის სახლი რიგით მეხუთეა, რომლის თანამშრომლებსაც
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
წარუდგინა. რატი ბრეგაძემ უწყების ძირითადი პრიორიტეტული
მიმართულებები მათ პირადად გააცნო. ფოთის იუსტიციის სახლის
თანამშრომლებმა დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი
მოსაზრებები გაუზიარეს.
ერთ-ერთი სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია,
არის „Just App“, იგივე ციფრული იუსტიციის სახლი. აპლიკაციის საშუალებით
მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ
საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის
გამოყენებით დისტანციურად შეეძლება.
10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო კიდევ
არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი
მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორისაა „მობილური იუსტიციის სახლი“,
ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, „პრობ ბოქსი“ და სხვა.
ფოთის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ხვალ უკვე სამეგრელოს ეწვევა. რატი
ბრეგაძე სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ
მიმართულებებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნობს.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი ჩხოროწყუში საზოგადოებრივ ცენტრს
გახსნის. ეს იქნება რიგით მეცხრე ფილიალი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში
მოქალაქეებს მოემსახურება.
ამასთან, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული
ოფისიც გაიხსნება. პრობაციის ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
რატი ბრეგაძემ უწყების სტრატეგია უკვე წარუდგინა ქუთაისის, ბათუმის,
თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის
მინისტრი სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციას რეგიონებში მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...