ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

ფოთის იუსტიციის სახლი რიგით მეხუთეა, რომლის თანამშრომლებსაც
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს განვითარების  10-წლიანი სამოქმედო გეგმა
წარუდგინა. რატი ბრეგაძემ უწყების ძირითადი პრიორიტეტული
მიმართულებები მათ პირადად გააცნო. ფოთის იუსტიციის სახლის
თანამშრომლებმა დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი
მოსაზრებები გაუზიარეს.
ერთ-ერთი სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია,
არის „Just App“, იგივე ციფრული იუსტიციის სახლი. აპლიკაციის საშუალებით
მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ
საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის
გამოყენებით დისტანციურად  შეეძლება.
10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო კიდევ
არაერთი მასშტაბური  პროექტის განხორციელებასა და  ათეულობით ახალი
მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორისაა „მობილური იუსტიციის სახლი“,
ონლაინ უნივერსიტეტი,  პერსონალური ასისტენტი, „პრობ ბოქსი“ და სხვა.
ფოთის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ხვალ უკვე სამეგრელოს ეწვევა. რატი
ბრეგაძე სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ
მიმართულებებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნობს.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი ჩხოროწყუში საზოგადოებრივ ცენტრს
გახსნის. ეს იქნება   რიგით  მეცხრე ფილიალი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში
მოქალაქეებს მოემსახურება.
ამასთან, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული
ოფისიც გაიხსნება. პრობაციის ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

რატი ბრეგაძემ უწყების სტრატეგია უკვე წარუდგინა ქუთაისის, ბათუმის,
თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის
მინისტრი სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციას რეგიონებში მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია

ეს იყო მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. ეს ყველაფერი გარედან იყო თავს მოხვეული, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. კალაძის თქმით, რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.„ეს იყო გარედან თავს მოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა, რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და, ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. ასევე, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსშიც“, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

გია ვოლსკი – საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება

საზღვარგარეთ არჩევნების შედეგები არ გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას დიდი უპირატესობა აქვს. საზღვარგარეთ არ არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, არჩევნების შედეგებს ცვლიდეს. ამ თემაზე მიმდინარეობს მუდმივი სპეკულაცია, ეძლევა თუ არა ყველას საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკმარისია თუ არა საარჩევნო ოლქები და უბნები ამისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა და ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში, თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, სწორედ ეს აჩვენებს რეალურ შედეგებს არჩევნების შემდეგ.„ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ. სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება.სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე – შავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

სალომე სამადაშვილი – რუსეთის მორიგი მოთხოვნა შესრულებულია, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ, გააჩნია რუსები რას ავალებენ, – უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა...

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია-საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ. გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებულ ცვლილებებს.როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.„რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.ემიგრანტებს საარჩევნო უფლება გაუქმებულად შეუძლიათ ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აძლევდა ხმას მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება უცხოეთში შეეძლოთ, ახლა ბოლომდე წაართვეს ხმის უფლება.პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ.გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე“, - წერს სამადაშვილი.შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

გია ვოლსკი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, თვითონ სტრუქტურა კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება, სავალდებულოა, ყველაფერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს მოყვანილი.ვოლსკის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

„ერაზმუსის“ საქართველოს ოფისი – ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია Erasmus+-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.„ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები