ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

Read Time:30 Second

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა
Next post შოთა გულბანი – არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი