ქუთაისის აეროპორტიდან ახალი ფრენები შესრულდება

Read Time:30 Second

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვიქუთაისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
,,გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი – სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება,-‘’ განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება
Next post თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება