ქვენთინ ტარანტინო – ფილოსოფიის დოქტორი

Read Time:1 Minute, 22 Second

იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა ((Doctor Honoris Causa ) 20
გამოჩენილ ადამიანს სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. მათ შორისაა
ცნობილი კინორეჟისორი ქვენთინ ტარანტინოც, რომელიც ისრაელში
ცხოვრობს.
ებრაული უნივერსიტეტი ამ ხარისხს მეცნიერებასა და კულტურის
დარგში გაწეული ღვაწლისათვის ანიჭებს. აგრეთვე კაცობრიობის,
ებრაელი ხალხისა და ისრაელისა სახელმწიფოს დედაქალაქის
იერუსალიმის უნივერსიტეტის გავითარებაში შეტანილი
ღვაწლისათვის.
კერძოდ, ტარანტინოსათვის გადაცემულ დიპლომში წერია: „ მისი
უდიდესი ღვაწლის დასაფასებლად, კინომატოგრაფიაში,
სცენარისტობასა და რეჟისორობის გამო“. ქვენთინ თარანტინომ 10
ბლოკ-ბასტერი შექმნა. ეს ფილმები მრავალი პრემიითაა
დაჯილდოვებული, როგორებიცაა „ოქროს გლობუსი“, „ ოქროსპალმის
რტო“, „ოსკარი“, BAFTA.
დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ
რეჟისორისათვის ისრაელი მეორე სახლი გახდა და მან ცხოვრება
მყარად დაუკავშირა ებრაელთა სახელმწიფოს.
ტარანტინოსთან ერთად საპატიო დოქტორის წოდება გადაეცა: ლორდ
იონათან საქსს (ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და დიდი ბრიტანეთის
ყოფილი მთავარი რაბინი), ლოთა ბეილინს (მასაჩუსეცის
ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, მსოფლიო მასშტაბის
მეცნიერი), ჰაიმ ბერს (ცნობილი ებრაელი მწერალი), სთენლი ბერგმანს
(ამერიკის ებრაელთა უნივერსიტეტის ექს-პრეზიდენტი, ბიზნესმენი
და საზოგადო მოღვაწე), რებეკა ბუჰრისს ( ფონდი „ადელისის“
დირექტორი, რომელიც მეცნიერების გავითარებისათვის იღწვის),

ჯეფრი დანგლს ( ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის ბიოლოგიის
პროფესორი), ლი ეფშტეინს (იურისტი, მეცნიერი), ჯონ გეიგერს
(ამერიკელი პროფესორი, რომელიც ადრეულ ქრისტიანობას
შეისწავლის), სიგალით ლანდაუს (21-ე საუკუნის ყველაზე გამოჩენილ
ებრაელი მოქანაკე და მხატვარი), ჯერარდ მეიერს (მოლეკულური
ბიოლოგიის მრავალი ექსპერიმენტის ავტორი), ხოსე მუგრაბს
(ამერიკელი ბიზნესმენი, ეპშტეინის სახლის ერთერთი შემქმნელი),
იოსებ ნეიბაუერს (ამერიკელი ფილანტროპი Aramark Corporation
ყოფილი გენერალური დირექტორი), ლეონიდ ნევზლინს ( ბიზნესმენი,
ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე), იეჰუდა რეინჰარცს (თანამადროვე
ებრაული ისტორიის პროფესორიდა ტაუბერის უნივერსიტეტის
დირექტორი), იურგენ რენს (ბერლინის ისტორიის ინსტიტუტის
დირექტორი), სემ საგოლს (ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე) იეშუა
სანესს (ამერიკელი აკადემიკოსი – ნეირობიოლოგი), სილვია სოიკას
(Soyka Holdings პრეზიდენტი, კანადა).
როგორც ებრაული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა აშერ
კოენმა აღნიშნა: „ ეს ადამიანები ჩვენში აღტაცებას იწვევს, ისინი
გვაჩვენებენ გზას მომავლისაკენ, და მათ ნოვატორული სული
გააჩნიათ“.
ფოტო: აშერ კოენი, ქვენთინ ტარანტინო და ბარაკ მედინა
ავტორი ბრუნო ჩერბიტი (ეუ პ/ს)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუგა ქაშიბაძე: დღეს შემოვლაზე მივხვდი, საქართველო არამარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა
Next post სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: „ნაცმოძრაობა“ და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ