ქეთევან დუმბაძე: კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან ძალიან გამოცდილი მინისტრი და არაჩვეულებრივი მენეჯერია

Read Time:34 Second

ამ კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქეთევან დუმბაძემ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანმა რვა წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაჩვეულებრივი მენეჯერია.

„თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ამ კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი მინისტრი.

ორთვე-ნახევარი, რაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ კომიტეტში, ეს უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ ის ძალიან კარგი მინისტრი იქნება, სწორ მიმართულებებს, მესიჯებს და სწორ შეხვედრებს აკეთებს. იგი არის არაჩვეულებრივი მენეჯერი და რვა წლის განმავლობაში მან ეს ნამდვილად დაამტკიცა, როცა იყო იუსტიციის სამინისტროში. ის სფეროები, რომელიც მას ეხებოდა, ძალიან დავარცხნილი და დალაგებულია“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას
Next post სოზარ სუბარი ახალი ინიციატივით გამოდის