ქეთა თოფურიას შვილი სკანდალებს უწყობს

Read Time:33 Second

ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ მედიასთან ლაპარაკისას თქვა, რომ გოგო დედისგან სულ ითხოვს ყურადღებას და უნდა, რომ თან ატაროს. ამის შესახებ mshoblebi.ge წერს.

“დღეს, მაგალითად, ნამდვილი სკანდალი მომიწყო, როცა ვუთხარი, რომ ჩვენებაზე მივდიოდი და თან არ მიმყავდა. საერთოდ, სულ თან დამყავს. მაგრამ როცა ასეა, ერთი მხრივ კარგად ვარ, მეორე მხრივ კი – ბევრს ვნერვიულობ, რადგან მინდა მასაც ყურადღება მივაქციო და სხვა ადამიანებსაც, ამას კი ვეღარ ვახერხებ.”- ამბობს თოფურია.

ქეთა აღიარებს, რომ ოლივიას ძალიან ანებივრებს ლამაზი ტანსაცმლით და გემოვნებას უყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ ოლივია სამი წლისაც არაა, დედასაც აძლევს რჩევებს.

“ტანსაცმლის საკითხში ყოველთვის ვაძლევ თავისუფლებას, თავად მიდის გარდერობთან და ამბობს: ამას ჩავიცვამ! ხანდახან მეც კი ვეკითხები რჩევას, რა ჩავიცვა. და ვუჯერებ ხოლმე,”- ამბობს ქეთა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღის ფოტო
Next post ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში წირვას ატარებს