ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა, მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

Read Time:19 Second

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში 38 სმ-მდე თოვლი მოვიდა. რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ნიუ იორკსა და ბოსტონში დახურულია სკოლები, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

ქარიშხლის გამო, პენსილვანიაში დაახლოებით 140 000,  ხოლო ნიუ ჯერსიში დაახლოებით 12 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი დაკარგულად ითვლება
Next post დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ნაჯახით მშობლები, და, ძმა და დისშვილი მოკლა