„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა

Read Time:28 Second

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს  სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

“ ახალგაზრდებს წარვუდგინე ჩვენი პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. სპორტი გახდება ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის; ვგეგმავთ სპორტული მოედნების და კლუბების რეაბილიტაციას; მწვრთნელებს ექნებათ მეტი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან; მოეწყობა ახალი სარეკრეაციო სივრცეები; მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ახალგაზრდებს დავეხმარებით ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებაში. ახალი თაობა უფრო მეტად იქნება ჩართული ადგილობრივი მმართველობის პროცესში“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უძველესი ნავთსაყუდელი ისრაელის სანაპიროზე
Next post საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს