„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

Read Time:38 Second

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ.

შესაბამისად, თბილისის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

„ქართული ოცნება“ 32;

„ნაციონალური მოძრაობა“ 11;

„საქართველოსთვის“ 2;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2;

„პატრიოტთა ალიანსი“ 1;

„ლელო“ 1;

„მოქალაქეები“ 1;

„შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც“, – აღნიშნა, კვლევის შედეგების გამოცხადებისას, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ, რადგან ეს საფრთხეებს ზრდის