„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში აჭარის ორგანიზაციის პარტაქტივს შეხვდნენ

Read Time:23 Second

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში აჭარის ორგანიზაციის პარტაქტივს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისზე ისაუბრეს.

„პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს გვქონდა შეხვედრა აჭარის აქტივთან. ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს გეგმებზე, ასევე განვიხილეთ მათთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანვე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯერ კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – 20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია
Next post კვლევა: „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია