„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:29 Second

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი
ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
კანდიდატი სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.

„დღეს სოფელ დილიკაურის მოსახლეობას ვესტუმრე, ვისაუბრეთ როგორც
მუნიციპალიტეტის, ასევე სოფლის განვითარების პროექტებზე და აქტუალურ თემებზე.
მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ პროექტებს, რომელიც „ქართული ოცნების“
მმართველობის პერიოდში განხორციელდა ამ სოფელში.
სოფელ დილიკაურში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა:

• კავთელაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
• ჩუბინიძეების უბანში მინი წყალსადენის მოწყობა
• ეჯიბაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
• დილიკაურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
• მგელაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
ჩვენი მიზანია, ჩვენი მოსახლეობისგან გავიგოთ აქტუალური საკითხები, ძირითადი
გამოწვევები და შესაბამისად ერთად დავგეგმოთ ამ გამოწვევების აღმომფხვრელი
ღონისძიებები“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, რომ წინ წაგვეწია ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციასა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით
Next post იოსებ ხახალეიშვილი – ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი, ეს დიდი ტრადიციების ქალაქი, დიდი ინოვაციების ქალაქი გახდეს