„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Read Time:28 Second

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრები, დეპუტატობის კანდიდატები – ნიკოლოზ სამხარაძე, მაია ბითაძე, გიორგი ამილახვარი და შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებსა და პროგრამაზე იმსჯელეს. ყურადღება ევროინტეგრაციის, მართლმსაჯულების სისტემის, გარემოს დაცვისა და განათლების მიმართულებებზე გამახვილდა.
„სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებთან იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ვიმსჯელეთ, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული საკითხებია, მათ შორის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სასამართლო ხელისუფლება, გარემოს დაცვა და განათლება. ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მმართველი გუნდი აქტიურ მუშაობას გააგრძელებს და ძალისხმევას გააქტიურებს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბა მესტიის მოსახლეობას შეხვდა
Next post იოსებ ხახალეიშვილმა მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები ჭომის მოსახლეობასთან გამართა