,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Read Time:44 Second

 

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, როგორც IUSY-ს სრულუფლებიანმა წევრმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ორდღიან ონლაინ კონფერენციაში.
1 და 2 ივლისს, დისტანციური პლატფორმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ და ორგანიზაცის წევრმა ნინი გიგინეიშვილმა უცხოელ კოლეგებთან ერთად პანდემიის პერიოდი, ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილება და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
,,წელს განსხვავებული ფორმატით, საერთაშორისო პარტნიორებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და ჩვენი მოხალისეთა შტაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პროცესებსა და მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. დავამტკიცეთ რეზოლუცია და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა’’ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 2019 წლის აპრილში IUSY-ის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს საქართველოში პირველად უმასპინძლა. დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ერთიან რეზოლუციას მოაწერეს ხელი.
IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა. ორგანიზაცია 1907 წელს დაარსდა და მასში 100-ზე მეტი სახელმწიფოა წარმოდგენილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცოტნე ზურაბიანი: ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს დეზინფორმაციის ის კასკადი, რომელიც ისმის ამჯერად უკვე ელჩების მისამართით
Next post კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს