„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად – მამუკა მდინარაძე აირჩიეს

Read Time:57 Second

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე იკავებს. კახა კალაძე კვლავ არის პარტიის გენერალური მდივანი, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი – დიმიტრი სამხარაძე.

 

„პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აიჩია პარტიის სამდივნო. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს შემადგენლობას, გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, ხოლო, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიქნები მე მამუკა მდინარაძე, მე შევუდგები ამ საქმიანობას.

პარტია დგას ახალი გამოწვევების წინაშე, მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, სამდივნოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ მას ერთიანი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ, დარწმუნებლი ვარ. მეტი ცვლილება, განსაკუთრებული არ იგეგმება, შევეცდებით, გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულება, პარტიული სტრუქტურების განსაკუთრებული ცვლილება, არ იგეგმება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საზოგადოებისთვისაც მოძველდა
Next post თეა წულუკიანი – როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ცოტა არ იყოს უხერხულია