კახა კალაძე-ქართველები ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები -მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მრავალფეროვანი კულტურით

Read Time:55 Second

ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ევროპის დღეების გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანია დღეა, მეშვიდედ აღვნიშნავთ ევროპულ დღეებს საქართველოში. ეს დღე  მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებითაც. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი, ის რომ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ასეც მოხდება. მე დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“.  ეს არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები, ამას აქვს ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და როგორც დედაქალაქის მერმა, ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ვისურვო, რომ როგორც რიყის პარკი არის გაფერადებული დღეს, ასეთი გაფერადებული იყოს ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენგანის ოჯახები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთი მოინახულეს
Next post ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი