„ფოტოჟურნალისტიკა“ – მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

Read Time:41 Second

„ფოტოჟურნალისტიკა“ – მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ფოტოჟურნალისტიკის ტრენინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები ფოტოგრაფიისა და ფოტორეპორტაჟის ისეთ ძირითად საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ფოტოკამერის მუშაობის პრინციპები, მათ შორის კომპოზიცია და ექსპოზიცია. ორდღიან ტრენინგზე ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორ დავით მძინარიშვილთან ერთად იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ფოტო ახალი ამბების გაშუქებისას და როგორ მოვამზადოთ ფოტორეპორტაჟი.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინფორმაციის მიღების საშუალებად ტრადიციული მედიის ნაცვლად, სოციალური მედია უფრო აქტუალური ხდება, მნიშვნელოვანია რეპორტიორმა ზუსტად იცოდეს, როგორ მიაწოდოს საზოგადოებას ოპერატიულად ინფორმაცია და მოამზადოს მობილური ტელეფონით ფოტორეპორტაჟი. სწორედ ამ მიზნით, ტრენინგზე განსაკუთრებული დრო დაეთმო მობილურ ფოტოგრაფიას და მობილური ტელეფონით ახალი ამბებისა და ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ისე, რომ მედიამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს.
ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ჟურნალისტებმა პრაქტიკული სწავლებით გაიმყარეს ცოდნა ფოტორეპორტაჟის მომზადებაში და კონკრეტული დავალებები შეასრულეს. მედიის წარმომადგენლებმა ასევე ისწავლეს, როგორ გაასწორონ ბალანსი და გაზომონ განათება.
ტრენინგის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სვანეთის უცნობი ფოტოები
Next post გიორგი გახარია – დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას