ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

Read Time:29 Second

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება.

საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი.

ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა 1 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი.

საწარმოს გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და „ფარგინ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი რაფალ დანიელ ოლტუშიკი დაესწრნენ.

საწარმო მომავალში გეგმავს სხვადასხვა სპორტული აქსესუარების შეკერვას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – ოპოზიციამ საჭიროდ არ ჩათვალა მოესმინა, რა კეთდება ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ ორი ინტერესი აქვთ – როგორ გამოეყვანათ კრიმინალი რურუა ციხიდან და როგორ დატოვონ მელია ციხეში
Next post მამუკა ხაზარაძე: ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე