ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

Read Time:24 Second

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში,  აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან.

დღესვე, მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისთვის 650000 ლარის გრანტი გამოიყო
Next post მთავარი პროკურორი მზად არის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს