ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სართიჭალის ახალი სტადიონი დაათვალიერეს

Read Time:40 Second

სოფელ სართიჭალაში ახალაშენებული სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დაათვალიერეს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო მინდვრის საფუძვლის მოწყობა და საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში მოეწყო 530 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, საპარკინგე სივრცე და შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

სართიჭალაში, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და დასკვნით ფაზაშია. დასრულებულია მოედნის მშენებლობა და ახლა გასახდელების მოპირკეთება მიმდინარეობს. სტადიონით ეროვნულ ლიგა 2-ში გადასული სართიჭალის საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ და მისი საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელები ისარგებლებენ.

ვიზიტისას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს „შტურმის“ პირველი გუნდის ფეხბურთელები და აკადემიის აღსაზრდელები შეხვდნენ, რომელთაც ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა მიულოცა და ახალ სეზონში წარმატებები უსურვა. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკადემიის აღსაზრდელების ვარჯიშს დაესწრნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: დღეს ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გვენდობა და მოგვცა იმის უფლებამოსილება, რომ სწორი, პროქართული პოლიტიკა გავატაროთ
Next post პარიზში ახალი საიმიგრაციო კანონი გააპროტესტეს