უცხოური მედია – ნებისმიერი ქართველის სუფრაზე იხილავთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიდან დაწურულ ღვინოს. აქ 1000-ზე მეტი სახეობის ყურძნის ჯიშია

Read Time:1 Minute, 47 Second

,,8 რამ, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესად ხდება“,- ამ სათაურით ,, weproject.media” სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, საქართველოში კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა და ქვეყანა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.
სტატიის ავტორი ქართულ სამზარეულოზე, კლიმატის მრავალფეროვნებაზე, მეღვინეობაზე, ქართულ პოლიფონიაზეც საუბრობს.
,,ქართული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარულია ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ადამიანებს განსაკუთრებით მოსწონთ ხინკალი, ქართული ყველი და ხაჭაპური. მსოფლიოში ვისაც გაუსინჯავს, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში კულინარიული რევოლუცია მიმდინარეობს. შეფ-მზარეულები ცვლიან ქართული კერძების კონცეფციებს და ძველ რეცეპტებს ახალ სიცოცხლეს სძენენ. „ინსტაგრამზე“ ხაჭაპური ჰეშთეგით 273 000-ჯერ არის მონიშნული და ყველაზე ფოტოგენურია აჭარული ხაჭაპური – ოვალური ფორმის გულთავსიანი ცომეული ყველითა და თოხლო კვერცხით. ხაჭაპურის განახლებული რეცეპტი ჰოლივუდშიც იყიდება “ტონის სახაჭაპურეში”, სადაც ეს არატრადიციული კერძი ნივრის სოუსით არის გაჯერებული, ხოლო ხრაშუნა ქერქზე სხვადასხვა სუნელია მოფრქვეული. საქართველო ხალხს იზიდავს ბუნების სილამაზით და წლის ნებისმიერ დროს დასვენებისთვის შესაბამისი პირობებით. ცივ თვეებში შეგიძლიათ ბაკურიანისა და გუდაურის სათხილამურო კურორტებს ეწვიოთ. ზაფხულში შეგიძლიათ შავი ზღვის სანაპიროს ბათუმს, ქობულეთს, გონიოს, ურეკსა და ფოთს მიაშუროთ. თუ უნიკალური ბუნებით ტკბობა გსურთ, სვანეთს ეწვიეთ. ქართველები ხელგაშლილობით, სტუმარ-მასპინძლობითა და პატრიოტიზმით გამოირჩევიან. სტუმარს ყოველთვის ოჯახის წევრად მიიჩნევენ. თუ ჭიქა წყალს ითხოვთ, ღვინის დოქით მოგართმევენ. მეღვინეობა. მეღვინეობის ტრადიციები მდიდარი ისტორიითა და ლეგენდებით გამოირჩევა საქართველოში. ნებისმიერი ქართველის სუფრაზე იხილავთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიდან დაწურულ ღვინოს. აქ 1000-ზე მეტი სახეობის ყურძნის ჯიშია. ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით. კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა საქართველოში. მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად. დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან ქრთამის მნიშვნელობა. თან, პოლიციელობა საპატიო პროფესიად იქცა. ხალხური ცეკვები და პოლიფონიური სიმღერები საქართველოს ეროვნულ საგანძურად მიიჩნია UNESCO-მ 2001 წელს. სიმღერა, რომელსაც ანალოგი სხვაგან არსად გააჩნია, ვოკალური ხელოვნების შედევრად და კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა. ჩვეულებრივ, ქართული სიმღერები სამ ტონალურ დიაპაზონში სრულდება მამაკაცების მიერ. ქართული პოლიფონიის საუკეთესო მაგალითია „ჩაკრულო“. ის 1977 წელს კოსმოსში გაუშვეს „ვოიაჯერის“ თანამგზავრით. საქართველოში საბანკო სექტორი 19 კომერციულ ბანკს ითვლის. მხოლოდ ორი მათგანია ქართველთა საკუთრებაში. ქვეყანა საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე. ამ სტრატეგიამ ქვეყანა კრიზისისგან არაერთხელ იხსნა”,- ნათქვამია სტატიაში.

https://weproject.media/en/articles/detail/8-things-that-are-better-in-georgia-than-in-other-countries/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აპლიკაცია stop covid აქტიურად გამოიყენონ, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია
Next post უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აპლიკაცია stop covid აქტიურად გამოიყენონ, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია