უსუფაშვილი მეორე ტურში მხარს არც ზურაბიშვილს დაუჭერს და არც ვაშაძეს

Read Time:44 Second

“შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის ვერ ხედავს ვერცერთ საპრეზიდენტო კანდიდატსა და მათ გუნდებში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს. მან კოლეგებსაც მიმართა ოპოზიციიდან:

“მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, დავით ბაქრაძეს, ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. მოდი ოპოზიციონერობის სტანდარტებს ნუ განვსაზღვრავთ იმით, ვის რა საჭიროება დაუდგა კონკრეტულ ვითარებაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფი “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყება და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აანონსებს.   

“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან მალევე, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველო მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე პარტიაში კონსულტაციები გაიმართება. 

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ მონაწილეობდა გასული წლების საპრეზიდენტო არჩევნებში და ვინ რამდენი ხმა მიიღო
Next post საპრეზიდენტო არჩევნების სახალისო ბიულეტენები. ფოტოკოლაჟი