ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა

Read Time:44 Second

 

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს. ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
როგორც ირინა დანელიამ განაცხადა, ჩატარდა, როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და ოცზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.
„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენი ნემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, – განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ჩხეტიანი: ეს არ არის უნიკალური პროექტი და უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა
Next post  ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს