ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

უპილოტო ტაქსი, რომლის სამართავად მფრინავის მოწმობა არ არის საჭირო

Google-ის თანადამფუძნებლის, ლარი ფეიჯის უპილოტო საჰაერო ტაქსმა პირველი გამოცდა ახალ ზელანდიაში ჩააბარა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თვითმფრინავი Cora 100%-ით ელექტროა, შესაბამისად მას გამონაბოლქვი არ აქვს და გარემოსაც არ აბინძურებს.

Cora-ს აფრენა ვერტიკალურად შეუძლია. მას ასაფრენი ბილიკი ან აეროპორტი არ სჭირდება. თვითმფრინავს 150 კმ/სთ-ი სიჩქარეზე მეტის განვითარება შეუძლია.

Cora-ს თვითმართვადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სამართავად მფრინავის მოწმობა არ არის საჭირო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზვიად შალამბერიძე – ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებდი, უფრო დიპლომატიური იყოს, რაც საქართველოს მომავალს ეხება, ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ყველა დიპლომატი უნდა გაემიჯნოს

ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებდი, უფრო დიპლომატიური იყოს, რაც საქართველოს მომავალს ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.შალამბერიძის თქმით, ეს ადამიანი ახსენებს სამოქალაქო ომს, ბნელს წარსულს, რაც ქვეყანამ დიდი ხანია, წარსულში დატოვა.„მინდა, პაველ ჰერჩინსკის შევახსენო, რომ ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი რამდენჯერმე გააკეთა, როცა 2003-2012 წლების ბნელი პერიოდი მართლაც ბნელ წარსულს ჩააბარა. ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ციფრებს კარგად გადახედოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არჩეული აქვს ევროპული მომავალი. ციფრებთან დაკავშირებით თუ პრობლემა აქვს, შეგვიძლია, პატარა გაკვეთილიც ჩავუტაროთ. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები ოპოზიციისთვის შველის პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია საშველი გახდა და ევროკავშირის ბიუროკრატები დამწკრივდნენ და ერთმანეთზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებდი, უფრო დიპლომატიური იყოს, რაც საქართველოს მომავალს ეხება. ალბათ, მისგან ახსნა-განმარტებას მოვისმენთ, ამ არადიპლომატიურ განცხადებაზე. ეს ადამიანი ახსენებს სამოქალაქო ომს, ბნელს წარსულს, რაც ქვეყანამ დიდი ხანია, წარსულში დატოვა. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე ასეთი ფრაზებით საუბარი მიუღებელია. ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ყველა დიპლომატი უნდა გაემიჯნოს. დიახ, ვფიქრობ, ევროკავშირის ელჩმა ოფიციალური ახსნა-განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ირაკლი კობახიძე – „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება

დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს – ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში – 40%“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი – ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ქართული მეცნიერება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარდა, სადაც აღიზარდა მრავალი თაობა, რომელთა შრომამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება.„დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის მეცნიერული საფუძვლის შექმნა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება, არამედ საქართველოში თანამედროვე მეცნიერების ინსტიტუციური საძირკვლის ჩაყრა და განვითარება. მეოცე საუკუნეში ქართული მეცნიერების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწევები, არაერთი მსოფლიო დონის მეცნიერის გამოჩენა და სიმაღლე, სწორედ ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩაყრილი საძირკვლის დამსახურებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ქართული მეცნიერება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარდა, სადაც აღიზარდა მრავალი თაობა, რომელთა შრომამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება. ვულოცავ საქართველოს საზოგადოებას ამ თარიღს და პატივს მივაგებ დიდ მეცნიერს, რომლის სახელიც სამუდამოდაა ამოტვიფრული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე – სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ, დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება  და ჩვენი  ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში. შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომ დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება და გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები