Google-ის თანადამფუძნებლის, ლარი ფეიჯის უპილოტო საჰაერო ტაქსმა პირველი გამოცდა ახალ ზელანდიაში ჩააბარა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
თვითმფრინავი Cora 100%-ით ელექტროა, შესაბამისად მას გამონაბოლქვი არ აქვს და გარემოსაც არ აბინძურებს.
Cora-ს აფრენა ვერტიკალურად შეუძლია. მას ასაფრენი ბილიკი ან აეროპორტი არ სჭირდება. თვითმფრინავს 150 კმ/სთ-ი სიჩქარეზე მეტის განვითარება შეუძლია.
Cora-ს თვითმართვადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სამართავად მფრინავის მოწმობა არ არის საჭირო.