საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელსგაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარსოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.
2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვა
ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ირინა ენუქიძე 28 აგვისტოსსაბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.