ორშაბათი, ივნისი 29, 2026

უმძიმესი ავარია აბაშასთან

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებით

თვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.

საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.

ამ წუთებში აღმოსავლეთიდან მომავალ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და რასაც ღირსებას ვუწოდებთ, იმის შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის

საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის,  – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ხატავს ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით კი, იკვლევს ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას.„ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს. გარდა ამისა, ვესწრები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ნებისმიერი საქმე მოითხოვს დაუღალავ შრომას. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამ ორ მიმართულებაში. საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი აზრის დაფიქსირება, დიალოგში შესვლა ნებისმიერ თემაზე არ მიმაჩნია არაკომფორტულად ან ურთიერთგამომრიცხავად სხვა პროფესიაში საქმიანობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – დიდი ნაკლებობა იყო კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებული აზრების გაცვლის, მიხარია, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი არის

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, დღეს იყო დასკვნითი ღონისძიება, ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი გაგრძელდეს.„მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ნაკლებობა იყო დიალოგის, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ფორმატის გააუმჯობესონ. სხვა მხრივაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, კარგი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება გენერალურ ასამბლეაზე, მთავარი არის ხელოვნური ინტელექტი – ირაკლი მეზურნიშვილი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, თბლისში დაგეგმილი გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.მისი თქმით, საქართველო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ასამბლეის სხვადასხვა ფორმატში, ხოლო მიმდინარე ღონისძიებაში მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მონაწილეობენ"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება ამ შემთხვევაში გენერალურ ასამბლეაზე. მთავარი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სესიებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილებს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და დელეგაციები არიან საქართველოში ჩამოსული. გვყავს მაღალი რანგის სტუმრებიც, მაგალითად, მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციის ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნის. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ჩატარდება. ჩემი კანდიდატურა არის გამოტანილი ვიცე-პრეზიდენტის დამტკიცების რანგში და იმედი მაქვს, რომ ქვეყნები დამიჭერენ მხარს და ჩვენს ქვეყანას შემდეგი 2 წლის განმავლობაში ეყოლება ვიცე-პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეაში", - აცხადებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.ცნობისთვის, თბილისში პაბსეკის რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით სასტუმრო "პარაგრაფ თაბორი" უმასპინძლებს. გაიმართება ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაც. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.

შალვა პაპუაშვილი – აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ

აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ.„საერთო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ამ ჯგუფებს რაც აქვთ მთავარი პრობლემა, არის აგენტურული ხასიათი, რაც იმაში ვლინდება, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავის დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი, საერთოდ არ ფიქრობენ ქართველ ხალხზე. არ ფიქრობენ, პირველ რიგში იმაზე, როგორ მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ასე რომ, აგენტურა აგენტურაა. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გადაადგილება იქნება. აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები