„უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ, გაავრცელეთ… საქართველოს არც ერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია“ – თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

Read Time:44 Second

ფეისბუკ ჯგუფის, „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, ფოლოუერს და ასე შემდეგ.

საქართველოს არც ერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია. 

არცერთ სამშობიაროს (2005 წლამდე) არ ჰქონია არცერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება.

არცერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილს.

არცერთი ბავშვთა საავადმყოფო არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვს.

თუ თქვენ გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ჩვილი არ გამოგატანეს, ეს თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძიება უნდა დაიწყოთ.  

უამრავი გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და მარტო იმიტომ ვერ პოულობს, რომ მშობელს არ ჯერა, რომ ბავშვი სამშობიაროდან მოიპარეს და გაყიდეს.  

გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი, იმისა რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები.  
გვყავს უამრავი “გარდაცვლილი” ბავშვი ნაპოვნი.

ამ კვირაში უკვე მეოთხე ადამიანი მეუბნება, რომ პირველად ესმის სამშობიაროდან ბავშვების მოპარვის ფაქტები. უმორჩილესად გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი. უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი პლატფორმა გამოვიყენო, ოჯახებს ხმა რომ მივაწვდინო. ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ. გაავრცელეთ ეს სტატუსი“, – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი პროექტი – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, დაიწყო
Next post პრემიერი: პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ზრდის ტემპით აღდგა