უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Read Time:35 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა შესაბამისი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტა გადაეცა.

უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ჰუმანიტარული თვალსაზრისიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს საქართველოში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია კვლავ განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად
Next post სპეციალური პენიტენციური სამსახური-პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ