უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ

Read Time:33 Second

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია ოთხ კონტრაბანდისტზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაბამისი ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა და ის მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ იყო შეტანილი და რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ, მათ შორის რუსეთის და რუმინეთის. კონკრეტულად ვისზეა საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არ აკონკრეტებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, კონტრაბანდისტებს ეხმარებოდნენ უკრაინის საბაჟოს მაღალჩინოსნებიც, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

7 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საბაჟოს თანამდებობის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ იმ პირთა საქმიანობას, რომლებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კანონმდებლობის მეტად სრულყოფისკენაა მიმართული, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია, მიმართონ სასამართლოს
Next post გოგა ხაინდარავა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციასა და ინტერესების შელახვას თქვენი უმეცრებით?!