უკრაინელი ჟურნალისტი: გიორგი გაბუნიას ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ. საქართველოდან საკონტაქტო პირად ელისო კილაძე წარმოგვიდგინეს

Read Time:1 Minute, 0 Second

გიორგი გაბუნიას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ (Новини України) დირექტორმა, ჟურნალისტმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა.
მისი თქმით, 11 თებერვალს გიორგი გაბუნიასთან და გარკვეულ ადამიანებთან ერთად იგეგმებოდა პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკური საზოგადოებისთვის გიორგი გაბუნია წარედგინათ და გაეცნოთ, როგორც მომავალი პოლიტიკური ლიდერი. ოლეგ დეინეკას განმარტებით, მაშინ ამ საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებები კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მიზეზით შეჩერდა.
„ჩვენ მოვისმინეთ გავრცელებული ჩანაწერი და შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გაბუნიას საქმე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ გახდებოდა ცნობილი. 11 თებერვალს გარკვეულმა ადამიანებმა, რომლებსაც ახლა არ დავასახელებ, და დიპლომატებმა გვთხოვეს, რომ გიორგი გაბუნიასთან ერთად პოლონეთსა და ლიეტუვაში გავმგზავრებულიყავით. ეს ადამიანი ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ. თუმცა კორონავირუსმა კორექტივები შეიტანა და მოლაპარაკებები შეჩერდა. მაგრამ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და მას მოჰყვა სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერი, ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი ეჭვები, რომ პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება უნდა ყოფილიყო გაბუნიას, როგორც ანტირუსული მოძრაობის ახალი ტალღის ლიდერის სარეკლამო კამპანია. შემოდგომაზე ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, არჩევნები უნდა გაიმართოს და სავარაუდოდ ოპოზიციას ეს დაგეგმილი მკვლელობა თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.
უკრაინელი ჟურნალისტი: გიორგი გაბუნიას ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ
გიორგი გაბუნიას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედ….

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე. „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას
Next post პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა