უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს სატრანსპორტო კავშირები რუსეთთან და ბელარუსთან

Read Time:28 Second

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ევროკომისიას რუსეთთან და ბელარუსთან სატრანსპორტო კავშირების სრულად დაბლოკვის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სანქციების მიუხედავად, რუსული ბიზნესი გამოსავალს პოულობს და აგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები მიზანს ვერ აღწევს.

ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სთავაზობს ევროკავშირს მთლიანად დაბლოკოს სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო კავშირები რუსეთთან და ბელარუსთან, დაბლოკოს ამ ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობა ევროკავშირის გავლით და მის საზღვრებს მიღმა, ასევე აკრძალოს საბაჟო მომსახურება ამ ქვეყნებში მიწოდებული საქონლისთვის.

„კერძოდ, ეს ზომები აუცილებელია აგრესორი ქვეყნისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაჩერებლად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა
Next post პრემიერი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის, ქართველი ერის ისტორიის განმავლობაში, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან და რწმენასთან