უკრაინა ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს

Read Time:39 Second

გამოსაყვანად სპეცრეისებს დანიშნავს.

მისივე თქმით, შაბათსა და კვირას მსგავსი სპეცრეისებით სამშობლოში დაბრუნდებიან იტალიაში და სლოვენიაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.

ზელენსკის განცხადებით, 16 მარტს ასევე ძალაში შევა განკარგულება, რომლითაც უკრაინაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა აიკრძალება. გამონაკლისის დაიშვება დიპლომატებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ზომები პირველ ეტაპზე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

მისივე თქმით, უკრაინის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 100 მილიონი ჰრივნა, რომელიც ინდივიდუალური პირების დაცვის საშუალებების წარმოებას მოხმარდება. საჭიროების შემთხვევაში, ასევე გამოიყოფა 500 მილიონი ჰრივნა, რაც სამედიცინო დახმარების შეძენაზე დაიხარჯება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი იწყებს მუშაობას, რათა კორონავირუსის 200 ათასი ტესტი დაამზადოს. უკრაინის რეგიონებში გაიხსნება მოძრავი საველე ლაბორატორიები.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, სახლებში დარჩნენ და ჰიგიენა დაიცვან.

„ჩვენ ვერ დაგვამარცხა ფრინველის, ღორის, ესპანურმა გრიპმა. ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. გისურვებთ 36,6-ს“, – განაცხადა მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადვილი არარის 20 წლის შვილი მიწაში გეწვინოს მეორე შვილი მძიმე დაავადებას ებრძოდეს და შენ მაინც საქართველოზე და ქართველ ხალხზე ზრუნვაში ატარებდე ბატონი ამირანი იმსახურებს ჩვენს პატივისცემას
Next post საქართველოს პრეზიდენტი: WHO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს რეაგირებას კორონავირუსის გავრცელებაზე მაღალი შეფასება მისცა