უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს 190 000-ზე მეტი მოქალაქიდან, 600-ს უარი ეთქვა
ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოდან 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ შსს-ს მონაცემებზე დაყრდობით განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, მონაცემები გასული წლის 28 მარტიდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
თამარ ხულორდავას განმარტებით, ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე.
“რაც შეეხება მათ, ვინც უკან აღარ დაბრუნდა, ამ მონაცემებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი ჩვენ ზუსტად ვერ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც უკან არ ბრუნდება დადგენილ ვადაში, არ ნიშნავს, რომ თავისთავად არღვევს სავიზო რეჟიმს. აქ შედიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდა მესამე ქვეყანაში, ანუ საქართველოში არ დაბრუნდა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდა შენგენის ზონიდან. შეიძლება ასევე იყვენენ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და შესაბამისად ჰქონდეთ ლეგიტიმური უფლება იქ დარჩენის. ასევე არიან ისინიც, ვინც მოკლე ვადით გაემგზავრა და შეიძლება იქ ადგილზე მიიღო უკვე ლეგიტიმური უფლება დარჩენის – სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ამ ციფრს ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით. ზოგადად, დარღვევების დიდი ციფრი არ გვაქვს, რომ რამე განგაშის საფუძველი შეიქმნას“, – ამბობს ხულორდავა.
გასული წლის 20 დეკემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც აღებული აქვს ვიზალიბერალიზაციის ნაწილში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...