უგულავა გრიგოლიას დაუპირისპირდა: კითხვა, რატომ არ შეასკდა მელია თავით ციხის კედელს უსინდისობაა და კულტივირებულია სუს-ის და “ოცნების” მიერ

Read Time:1 Minute, 2 Second

კითხვა, რატომ არ შეასკდა მელია თავით ციხის კედელს უსინდისობაა და კულტივირებულია სუს-ის და “ოცნების” მიერ, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვას თუ რატომ არ არის აქტიური ოპოზიცია.

გადაცემის წამყვანის ამ კითხვას, მასსა და რესპონდებტს შორის კამათი მოჰყვა.

“არ ნიშნავს მეთქი, რომ გაჩერდა პოლიტიკური პროცესი. პასუხამდე არც მიმიყვანე. რამდენიმე მიმართულებაა, კი რაღაცა პერიოდი სააკააშვილს სამწუხაროდ მოუწევს ციხეში ყოფნა. ეს რეჟიმი სანამ იქნება, ან სანამ ისე არ დასუსტდება, მანამდე მოუწევს. მეტსაც გეტყვით, სანამ ივანიშვილს ძალაუფლება ექნება, ბოლომდე ამას იზამს. ოპოზიციაზე გადაბრალება უბრალოდ უსინდისობაა,” – თქვა უგულავამ.

ინგა გრიგოლია კი მას შეეპასუხა, რომ არ აბრალებს და კითხვას სვამს.

“არ მივიღებ, რომ უსინდისობაა ჩემი მხრიდან ამ კითხვის დასმა,” – აღნიშნა გრიგოლიამ, რაზეც უგულავა პასუხობს:

“ეს არის უფლება, ისევე როგორც შეფასება. კითხვა, რომელიც ასე ისმევა, რატომ არ შეასკდა მელია თავით ციხის კედელს? – ეს იგულისხმება მაგ კითხვის უკან და ეს არის უსინდისო კითხვა. ეს არის კულტივირებული შეკითხვა სუს-ის და “ქართული ოცნების” მიერ” – მიმართა უგულავამ, რასაც გრიგოლია ასე პასუხობს:

თქვენ ახლა რას მეუბნებით, რომ სუს-ის კულტივირებულ კითხვას ვსვამ, როცა ვამბობ, რომ პროცესი გაშეშებული და გაქვავებულია?! რატომ გაბრაზდით, არ ვიცი. არ მინდა უფრო შორს წავიდე, რომ მართლა დაიჯეროთ, რომ მე შეიძლება სუს-ის კულტივირებულ შეკითხვას ვსვამდე და ვანვითარებდე,” – თქვა გრიგოლიამ.

მას კი უგულავა პასუხობს, რომ შეუგნებლად მასაც შეიძლება მოუვიდეს ასე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: “ნაციონალებო”, თქვე უტიფრებო – საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან?
Next post დავით თორდია-მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ნაცები ერთმანეთს ებრძვიან