უგულავა გრიგოლიას: გჯერა, “ოცნება” რომ ჩამოვა, მათი ისტერიკა შეიცვლება? ქართველ ერს ნამუსი 2000-მა მეომარმა მოწმინდა და არა თავგასიებულმა პაპუაშვილმა!

Read Time:43 Second

“შეიძლება არასწორად გავიგე, მაგრამ აუცილებლად უნდა გეკამათო ამაზე. თქვი – კიდევ კარგი, რომ მიდიან და სირცხვილი მოგვწმინდესო,” – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.

გრიგოლიამ დაუზუსტა და თქვა: “მე ვთქვი, რომ იქნებ მოგვწმინდონ სირცხილი-მეთქი”.

რესპონდენტი კი განაგრძობს: “კარგი მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამ – შენ გჯერა, რომ როდესაც ესენი ჩამოვლენ უკრაინიდან, ამათი ისტერიკა შეიცვლება თუნდაც მხოლოდ უკრაინაზე? სხვა საკითხებზე არ ვლაპარაკობ მე.

აბა, ნამუსი, როგორ მოგვწმინდეს?! ქართველ ერს ნამუსი მოწმინდა იმ 2000-მა მეომარმა, რომელიც იქ თავის სიცოცხლეს სწირავს და არა ამ თავგასიებულმა შალვა პაპუაშვილმა. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც ჩამოვლენ არაფერი არ შეიცვლება, იგივე დენაციფიკაციას მოითხოვენ, როგორც ამას პუტინი სთხოვს. ისევ მოითხოვს პატიმარი სააკაშვილის თანამდებობიდან მოხსნას, იგივე ლორთქიფანიძის მოხსნას მოითხოვს, მაგრამ იქ არავინ არავის არ მოხსნის ამათო ხუშტურის გამო.

რაც შეეხება წასვლა, არწასვლას დამაცირებელი გახდა და ამ ვიზიტს ნულოვანი პოლიტიკური წონა ექნება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა
Next post გიორგი ცაგარეიშვილი: მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების გადამზადება, მათი შრომის დაფასება, მათ შორის, შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით