“შეიძლება არასწორად გავიგე, მაგრამ აუცილებლად უნდა გეკამათო ამაზე. თქვი – კიდევ კარგი, რომ მიდიან და სირცხვილი მოგვწმინდესო,” – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.
გრიგოლიამ დაუზუსტა და თქვა: “მე ვთქვი, რომ იქნებ მოგვწმინდონ სირცხილი-მეთქი”.
რესპონდენტი კი განაგრძობს: “კარგი მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამ – შენ გჯერა, რომ როდესაც ესენი ჩამოვლენ უკრაინიდან, ამათი ისტერიკა შეიცვლება თუნდაც მხოლოდ უკრაინაზე? სხვა საკითხებზე არ ვლაპარაკობ მე.
აბა, ნამუსი, როგორ მოგვწმინდეს?! ქართველ ერს ნამუსი მოწმინდა იმ 2000-მა მეომარმა, რომელიც იქ თავის სიცოცხლეს სწირავს და არა ამ თავგასიებულმა შალვა პაპუაშვილმა. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც ჩამოვლენ არაფერი არ შეიცვლება, იგივე დენაციფიკაციას მოითხოვენ, როგორც ამას პუტინი სთხოვს. ისევ მოითხოვს პატიმარი სააკაშვილის თანამდებობიდან მოხსნას, იგივე ლორთქიფანიძის მოხსნას მოითხოვს, მაგრამ იქ არავინ არავის არ მოხსნის ამათო ხუშტურის გამო.
რაც შეეხება წასვლა, არწასვლას დამაცირებელი გახდა და ამ ვიზიტს ნულოვანი პოლიტიკური წონა ექნება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც,” – განაცხადა გიგი უგულავამ.