ტრაგედიით დასრულებული სიყვარულის დღე -“კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხრამში”

Read Time:1 Minute, 39 Second
14 თებერვალს, ავტოკატასტროფამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა –  ტრაგედია ჩაქვში დატრიალდა, სადაც ავტომანქანა ხრამში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, რომელიც ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობდა. გოგონა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი იყო. ის, საქმროსთან ერთად, ავტომანქანით მტირალას მთიდან ბრუნდებოდა, ახლობლების თქმით, მათ ვალენტინობა აღნიშნეს ერთად. სასწაულით გადაურჩა სიკვდილს გოგონას საქმრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200-მტრიან ხრამში გადაიჩეხა. მომხდარის გამოძიება

საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. მომხდარის შესახებ თამარ ართმელიძის ახლობელი გვესაუბრება:

– ჭკვიანი, მოსიყვარულე და ლამაზი გოგო იყო ჩვენი თამარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანი იშვიათია – გარეგნობითაც შემკული და

საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც. სკოლა წარმატებით დაამთავრა და პირველივე წელიწადს ჩაირიცხა უნივერსიტეტში. სტუდენტობის პარალელურად, სულ რაღაცებს სწავლობდა, ხან ენებს, ხან ახალ-ახალ პროფესიებს, – ახლა რომ ვფიქრობ, თითქოს უნდოდა ბევრი რამ მოესწრო…

 

– გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის საჭეს გოგონას საქმრო მართავდა.

– დიახ, ასე იყო. თამარს მართლაც კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ამ საბედისწერო დღეს კი ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. იქ მთელი სამეგობრო იყო, თუმცა ძალიან გვიან არ დაშლილან. კატასტროფა რომ მოხდა, ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო…

– როგორც მითხრეს, ხრამი ძალიან ღრმაა, გოგონას საქმრო სასწაულად არის გადარჩენილი… 

– დიახ,  როგორც ჩანს, ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში, სადაღაც გაიჩხირა. ამიტომაც მიუსწრეს მას გზაზე გამვლელებმა ცოცხალს, ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმც კი, კვლავაც მძიემდ არის, ბათუმიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, იმედი მაქვს, კარგად იქნება, ისედაც ასეთი ტრამვმა მიიღო, საყვარელი ადამინის დაკარგვა მთელი ცხოვრება დიდ ტვირთად გაჰყვება…
საუბედუროდ, რაც მოხდა, იმას ვერაფერი გამოასწორებს. რაც შეეხება თამარს, გოგონა ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხევში. იქ კი მდინარეა, რომელშიც მანქანა ჩავარდა. სავარაუდოდ, თამარი საბოლოოდ ამ მდინარის წყალმა დაახრჩო. შეიძლება მას ძალა აღარ ეყო, რომ ღვედი გაეხსნა ან გონება ჰქონდა დაკარგული და იმიტომ ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, თორემ, როგორც ამბობენ, ვარდნისას მძიმე ტრამვები არ ჰქონდა მიღებული და შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც, თუნდაც მშველელს დროულად რომ მიესწრო. თამარს ძალიან კარგი მშობლები და უმცროსი და-ძმა ჰყავს.
www.kvirispalitra.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა
Next post სალომე ზურაბიშვილი – ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი