ტილერსონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს

Read Time:57 Second

სირიაში, 23 იანვარს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები ქლორიდით მოწამვლას ემსხვერპლნენ“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ,  პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიის ხელისუფლებას აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს და მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრებს.

მისი თქმით, ბოლო დროს აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ბაშარ ასადი განაგრძობს ქიმიური იარაღის გამოყენებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ტილერსონმა.

„ვინც არ უნდა იყოს ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელი, საბოლოო ჯამში ეს მაინც რუსეთი გამოდის. ქიმიური იარაღის გამოყენება ღუტაშიც და სირიის სხვა ნაწილებშიც მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლიდან გუტის რაიონში რუსეთისა და სირიის არმიის მიერ 400 ათასამდე ადამიანი ალყაშია მოქცეული. გაერო იქ არსებულ მდგომარეობას “კატასტროფულს” უწოდებს.

2017 წელს დასავლეთ გუტა რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ დეესკალაციის ზონად გამოცხადდა. ამის მიუხედავად, რაიონი მუდმივად ხვდება ავიადარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

4 იანვარს დამასკოში რუსეთის საჰაერო ავიადარტყმებს სულ ცოტა 30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის 11 ქალი და ერთი ბავშვია.

სირიის კრიზისი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციას შორის 2011 წელს დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
Next post საქართველოს დელეგაცია დღეს დავოსში სამუშაო ვიზიტს დაასრულებს