ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა

Read Time:32 Second

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თელ-ავივში სირენები ჩაირთო, რაც მოქალაქეებს სარაკეტო დარტყმის შესახებ აფრთხილებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „კედლების მცველი“ დაიწყო.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაგრძეს ღაზის მხრიდან ისრაელზე შეტევა. ისრაელის არმია ამ თავდასხმებს პასუხობს და ღაზაში ტერორისტული სამიზნეებისა და ოპერატიული თანამშრომლების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს. ეს არის ოპერაცია „კედლების მცველი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი
Next post საქართველოს საელჩო ისრაელში: ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები