არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, „კოვიდ-19“ ყველაზე მასშტაბური ლოჯისტიკური გამოწვევაა.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლა კოლექტიური უნდა იყოს და საჭიროა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
„კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებმა წარსულის შეცდომები არ გაიმეორონ. თავიდან უნდა ავირიდოთ ვაქცინის ნაციონალიზმი. ესაა მომავალი ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი განაწილების ერთადერთი საშუალება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა