ტატუნაშვილის სახლში გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები მივიდნენ

Read Time:45 Second

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახლში ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქართველის, გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები მივიდნენ. მათ დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

წილკანში, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს. დაღუპული სამხედროსთვის პატივის მისაგებად საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან მიდიან.

ტატუნაშვილების სახლში იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ჩამოსული მოქალაქეები, სასულიერო პირები, წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერები. გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდნენ თბილისის დინამოს ვეტერანი წარმომადგენლები და საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” პრეზიდენტი რომან ფიფია და ფეხბურთელები.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ აღიქვამს მშიერი ბავშვი გარემოს. ვიდეო
Next post „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალების“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ