ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებული 48 საათში განკურნეს

Read Time:42 Second

ტაილანდის სამოქალაქო ჯანმრთელობის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ახალი კორონავირუსის შტამის დაუძლურება 48 საათში შეძლეს. ეს შემთხვევა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ვირუსთან ბრძოლის საქმეში.
ადგილობრივმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ 70 წლის ქალ პაციენტს აივ-ის საწინააღმდეგო პრეპარატებითა და გრიპის წამლით უმკურნალეს. სამინისტროს ინფორმაციით, მას ინფიცირება 10 დღით ადრე ჰქონდა დადგენილი.
“მსგავსი სტრატეგიით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ქალს კორონავირუსი ორგანიზმში აღარ დაუფიქსირდა”, – განაცხადა კრიანგსაკ ატიპორნვანიჩმა, რომელიც ფილტვების ფიზიოლოგიური მკურნალობის მიმართულების ექიმია “რაჯავიტის ჰოსპიტალში”.
მისივე თქმით, ანალიზები გადაამოწმეს შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვირუსის განეიტრალება კიდევ ერთხელ დადასტურდა.
კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სომსაკ აკსლიპმა თქვა, რომ ამ მიგნებას საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებს გაუზიარებენ. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ პრეპარატების იდენტური კომბინაცია შესაძლოა ყველა შემთხვევაში არ იყოს შედეგიანი.
ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა 14 380-ს აღწევს. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 590 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 304 ადამიანი. ყველა მათგანი პროვინცია ჰუბეის მკვიდრია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქალმა სიმსივნით გარდაცვლილი მეგობრის 4 ქალიშვილი იშვილა…
Next post ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია