სამხრეთ ტაივანში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
დედაქალაქ ტაიბეიში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა და ეპიცენტრი მიწის ქვეშ, დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებში მოქალაქეები ჩაიკეტნენ. უწყების განმარტებით მათი ნაწილის სამშვიდობოს გამოყვანა უკვე მოხერხდა. მსხვერპლის შესახებ შეტყობინებები უწყებებს ჯერ არ მიუღიათ.