სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ – კილაძე

Read Time:50 Second

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით და ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში, სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხებზე – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბავშვთა კოდექსს განიხილავენ.

სხდომაზე, რომელსაც მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ესწრებიან, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს კოდექსით აკანონებენ გარყვნილებას, ან შემოაქვთ „რაღაც სექსუალური აღზრდის გაკვეთილები”.

„სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო.

მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირევლად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურლი ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლეასიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით” – თქვა კილაძემ.

მან საზოგადოებას შეკითხვით მიმართა: „ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ ველზე პატარა საქართველოს გამარჯვებაა
Next post გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა