სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები და სკოლები შეამოწმა, გამოვლინდა 24 დარღვევა

Read Time:35 Second

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების საკვები ბლოკების შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 დარღვევა გამოავლინა.

უწყების ცნობით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

„სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას. სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დონალდ ტრამპი: ხმას მივცემდი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც გეი იქნებოდა
Next post გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება