სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

Read Time:31 Second

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.
დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანსდაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.
ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.
რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება
Next post თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა