სამშაბათი, ივლისი 28, 2026

სტუ-ის რექტორი – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.

დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.

თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.

მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოფიციალურად – ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა.ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია

ტოკიო და ლონდონი - სამშაბათს, იაპონიის სამხრეთით 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რის გამოც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კუმამოტოს პრეფექტურაში, ადგილობრივი დროით 16:30 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, სიღრმეში კი 6 მილზე ოდნავ მეტი იყო. იაპონური საინფორმაციო სადგური NHK იტყობინება, რომ მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. იაპონიის ბირთვული რეგულირების სამსახურმა საგანგებო განახლებაში განაცხადა, რომ იკატასა და გენკაის ახლომდებარე ობიექტებში „ანომალიები“ არ დაფიქსირებულა. ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ოკეანესა და ზღვის სანაპიროსთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე საფრანგეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

შეერთებული შტატების დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესია პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. აშშ-ის პროტესტი უკავშირდება ფრანგი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებმაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხების გამო გააკრიტიკეს.ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატების მიერ კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად ვოლკერ ტურკის ხელახალ დანიშვნას მოჰყვა.ცნობისთვის, 24 ივლისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ტურკი ოთხწლიანი ვადით ხელახალ დანიშვნას მხარი დაუჭირა. ტურკს წევრი ქვეყნების უმრავლესობის, მათ შორის საფრანგეთის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის პოზიცია გააკრიტიკა.„აშშ ოდესღაც ადამიანის უფლებების დაცვის შუქურა იყო. ახლა ასე აღარ არის. დღესამერიკა ჩრდილოეთ კორეის, ნიკარაგუის, მალისა და რუსეთის გვერდით აღმოჩნდა იზოლაციაში და მსოფლიო მას აღარ უსმენს“, – ნათქვამია განცხადებაში.საპასუხოდ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს“ და ხმას აძლევს ადამიანს, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს „ლექციებს უკითხავს“.

„გოულახია თემურა ბიჭო!“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად. 

ბოლო სიახლეები