კვირა, მაისი 17, 2026

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და წამყვან კომპანიებში სტაჟირება ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება, ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, გიორგი ჩახვაშვილმა განაცხადა.

როგორც სტუ-ის კურსდამთავრებული ამბობს, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მიღებულმა განათლებამ, მიდგომებმა და იმ მეთოდებმა, რომელიც ლექტორებმა გაუზიარეს, მის კარიერულ ზრდას მრავალმხრივ შეუწყო ხელი.

„ჩემი გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბების მიმართულებით. თავიდანვე მომხიბლა პროფესორ-მასწავლებლების უნიკალურმა მიდგომამ, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, ტექნოლოგიასა და ინოვაციურ დიზაინს. დიზაინის საერთაშორისო სკოლა არის ადგილი, სადაც კრეატიულობა და პრაქტიკულობა ერწყმის ერთმანეთს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებულად იმუშაონ თანამედროვე დიზაინის სფეროში. ფაკულტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ეს შესაძლებლობები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებაში დამეხმარა, არამედ გამხადა უფრო მოქნილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან ადაპტირებული. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წარმატებაში. ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია და დიზაინის ღრმა გაგება მაძლევს შესაძლებლობას, კონკურენტუნარიანი ვიყო და მუდმივად ვქმნიდე ახალს“, – აცხადებს გიორგი ჩახვაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, გიორგი ჩახვაშვილმა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატი 2017 წელს დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა – 2019 წელს; მუშაობა დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, სადაც არქიტექტურული პროექტის სამგანზომილებიანი ციფრული ვიზუალიზაციის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. ამჟამად, გიორგი ჩახვაშვილი არქიტექტურული ვიზუალიზაციის „სტუდია პარალელში“ 3D არტისტად მუშაობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრი სახლი – ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს

ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, რომ 2026, 2027 და 2028 წლებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინოს. ამ შეთანხმებას ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს მკვეთრად შემცირდა ტარიფების გამო და 65.7 პროცენტით დაეცა.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ შეიქმნება ორი ახალი ერთობლივი საბჭო, სავაჭრო და საინვესტიციო, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ქურთებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ქურთებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გადადგას ნაბიჯები „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად.როგორც მედია იუწყება, „ქურთების მუშათა პარტიის“ ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა დაჯგუფებას იარაღის ჩაბარებისა და დაშლისკენ 2025 წელს მოუწოდა, თუმცა მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ქურთების უფლებებთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯები არ შეინიშნება.პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება. ქურთები კი ამბობენ, რომ იმედგაცრუებული არიან, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე ქმედითი ზომები არ მიღებულა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიამ კანონმდებლებს რეფორმებისკენ ჯერ კიდევ სამი თვის წინ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი – ირანს დრო ეწურება, უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება

ირანს დრო ეწურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ირანს დრო ეწურება და უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ტრამპი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ორგანიზაციის განცხადებით, კონგოში ებოლას 246 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 80 ადამიანია დაღუპული.ებოლა გასცდა კონგოს საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.უგანდელი მაღალჩინოსნების თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა და ებოლას შედეგად გარდაცვალების ფაქტიც.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული ვითარება არ შეესაბამება „კოვიდ-19“-ის მსგავს, პანდემიის მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, რის გამოც საზღვრების დახურვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.თუმცა ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის გავრცელებამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს, ვიდრე ამჟამად ფიქსირდება.ებოლას ვირუსი 1976 წელს აღმოაჩინეს. ებოლას ვირუსს სისუსტე, ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს.

„დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია“ – მიხეილ სარჯველაძე

„დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის დღე, როდესაც ერი და ბერი ყველაზე მეტად ერთიანდება, რაც ამ დღის არსსა და მნიშვნელობას მკაფიოდ წარმოაჩენს“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თარიღს არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს, მან უკვე შეძლო განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მასშტაბის შეძენა.„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელმაც მოკლე დროში დიდი ბრწყინვალება და საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები